Pages

Sunday, May 27, 2018


როგორ აფასებენ მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს და რა რჩევებს აძლევენ მე-11 კლასელებს

გორის N 4 საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა პაპიტაშვილი საგამოცდო პროცესს შემართებით შეხვდა:
„თუ კარგად ხარ მომზადებული, არაფერია გადაულახავი. საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა, პასუხიდან გამომდინარე ართულებდა ან ამარტივებდა საკითხებს. ახალ შეფასების სისტემას ნამდვილად ვერ მოვიწონებ, რადგან ქულის გარეშე ჩაბარება მოტივაციას საგრძნობლად ამცირებს. არაფერი შეედრებოდა „კატის“ გამოცდაზე  გეოგრაფიაში სუფთა ათიანის მიღების სიხარულს, წელს კი უმაღლესი შედეგის ინტერესი არ მქონია.
მე - 11 კლასელებს ვურჩევ არ იჩქარონ, აცადონ სისტემას პასუხების გააზრება, რადგან შეცდომის შემდეგ კითხვები მარტივდება. არაფერია რთული, მთავარია ცოტა მონდომება.“
პატარა ონის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სანთელაძე ერათდერთი მე -12 კლასელია და საატესტატო გამოცდებს მეზობელ სკოლაში აბარებს:
„ჩემი თანაკლასელები წინა წელს ქალაქში გადავიდნენ სასწავლებლად, სკოლაში მარტო მე ვარ მე-12 კალსის მოსწავლე და ფაქტობრივად, კერძო გაკვეთილები მიტარდებოდა. ახლა მეზობელ სკოლაში ვაბარებ საატესტატო გამოცდებს. ძალიან ჯანსაღი და მშვიდი საგამოცდო გარემოა. კითხვებს საშუალო სირთულით შევაფასებდი. რაც შეეხება შეფასების სისტემას, ვთვლი, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქულები მცოდნოდა, საკუთარი ცოდნის შესაფასებლად.
ტესტის დროს ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი ნერვიულობაა, შეიძლება, რაც იცი ისიც დაგავიწყოს. ამიტომაც, მე -11 კლასელებს ვურჩევ, არ იღელვონ და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა.“ 
ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ანანო შალამბერიძე საატესტატო გამოცდებზე ქულათა სისტემის დაბრუნებას ისურვებდა:
„გამოცდები სტანდარტული წესების დაცვით მიმდინარეობს. კითხვები არ გამრთულებია, თუმცა ვისურვებდი, რომ პროგრამას ეჩვენებინა სად დავუშვი შეცდომები. არ ვეთანხმები ქულათა შეფასების სისტემის გაუქმებას, ჩააბარა/არ ჩააბარა მოსწავლეებს მოტივაციას უკარგავს. 
მე-11 კლასელებს ვეტყვი, რომ რთული არაფერია, ყურადღებით გაიაზრონ კითხვა და არ ინერვიულონ.“
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ხატია ნოზაძე საგამოცდო ღელვაზე საუბრობს:
„დიდი მღელვარებაა ეს დღეები სკოლაში, ბავშვები გამოცდებზე ვნერვიულობთ. საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა. საკუთარი თავის შესამოწმებლად ქულები მაინტერესებდა, მაგრამ ახალი შეფასება ამის საშუალებას, სამწუხაროდ, არ იძლევა.
მათ ვინც, ახლა აბარებს გამოცდას ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და დადებითი განწყობით შევიდნენ ტესტირებაზე, მჯერა, ყველა დაბრკოლებას გადალახავენ.“
ბათუმის N17 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე თეა ჭაღალიძე საატესტატო გამოცდების შეფასების ახალ სისტემას ემხრობა:
„საგამოცდო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში. კითხვები საშუალო სირთულისაა. ჩააბარა/არ ჩააბარა შეფასების სისტემაც მნიშვნელოვნად ამცირებს უხერხულობასა  და სტრესს. ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. მთავარია, არ ვინერვიულოთ და საკუთარი ცოდნის მობილიზება შევძლოთ.“
წაღვერის საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ლუკა ჩაჩანიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
„გამოცდებს ღელვა ყოველთვის თან ახლავს, მაგრამ, ზოგადად, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საშუალო სირთულის კითხვები შემხვდა. ჩემს შემთხვევაში, პასუხიდან გამომდინარე მირთულებდა ან მიმარტივებდა საკითხებს. შეფასების ახალი სისტემა მომწონს, რადგან დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში, მისი თქმის უხერხულობას ხსნის.
 მე - 11 კლასელებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და გააზრებულად აირჩიონ სასურველი პასუხი.“
რუსთავის N4 საჯარო სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე ჯონი უბირიას თქმით, საატესტატო გამოცდები დარღვევების გარეშე, სტანდარტული პროცედურების გავლით მიმდინარეობს. კითხვები ოდნავ გართულებული ეჩვენა, რთული და მარტივი საკითხები შერეულად მისდიოდა, მაგრამ არაფერია შეხვედრია ისეთი, რაც პროგრამულად არ უსწავლია. 
რაც შეეხება ახალ, ჩააბარა/არ ჩააბარა შეფასების სისტემას, ჯონის აზრით, დადებითი და უარყოფითი მხარეც აქვს. დადებითია, რომ  მოსწავლეს ქულაზე არ უწევს ნერვიულობა, სხვა მხრივ კი, ახალმა მიდგომამ საატესტატო გამოცდებისთვის მზადების მოტივაცია მნიშვნელოვნად შეამცირა.
ჯონი მე - 11 კლასელებს, რომლებიც წელს აბარაბენ „კატის“ გამოცდებს ურჩევს, რომ არ იჩქარონ, კარგად გაიაზრონ შეკითხვა და ნერვიულობის გარეშე გასცენ პასუხი.

გამოყენებული მასალა

http://xn--lodhnhkf6a.xn--node/geo/main/index/1

თუ სტუდენტი ხარ, ამ წიგნების წაკითხვას სწავლის პარალელურად მოახერხებ


 
1. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“
„პატარა უფლისწული“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა უფლისწულის პირით ჰყვება.

2. ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“

მდაბიოთა წრიდან გამოსულ, ბუნებით ხელოვან მარტინ იდენს მდიდარი, ბურჟუაზიული ოჯახის შვილი - რუთი უყვარს. უზარმაზარი ნებისყოფა, საკუთარი ძალებისადმი რწმენა და საყვარელ ადამიანზე ფიქრი შეაძლებინებს, გახდეს სახელგანთქმული მწერალი, მოიპოვოს სიმდიდრე და მაღალი საზოგადოების პატივისცემა... მაგრამ თანდათან ნათელი ხდება ამ საზოგადოების ანგარება და სულიერი სიღატაკე. რუთის - იდეალური და სუფთა ასულის სახეც მხოლოდ მის მიერ შექმნილი ილუზია აღმოჩნდება...

3. თეოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“
თეოდორ დოსტოევსკი ის ავტორია, რომელის გარეშეც არ არსებობს მსოფლიო ლიტერატურა, მისი წიგნები ნათარგმნია 170-ზე მეტ ენაზე, გაყიდულია 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი, მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ისეთი განსხვავებული ჟანრის მწერლებზე როგორებიც იყვნენ ანტონ ჩეხოვითა თუ ჯეიმზ ჯოისით, ერნესტ ჰემინგუეი თუ ჟან-პოლ სარტრი... რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანკტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს


გამოყენებული მასალა
http://xn--lodhnhkf6a.xn--node/geo/main/index/1



„საიუბილეო დამოუკიდებლობა“ - ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან


აქ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ასწლოვანი ისტორია ცოცხლდება...



ეწყობა დოკუმენტური მასალის კინოჩვენება და სივრცე, საინტერესო ფოტოსესიისთვის...


განსაკუთრებული ინტერესით საიუბილეო ღონისძიებებს ტურსიტები უერთდებიან და დამოუკიდებლობის 100 წელს გამორჩეულად ულოცავენ საქართველოს...


გამოფენა - გაყიდვაზე მრავალი საინტერესო ნივთის შეძენა შეგიძლიათ.


ბავშვებს განსაკუთრებით ეროვნული დროშა მოსწონთ...



თეატრალური პერსონაჟები და ანიმატორები პატარების გამხიარულებას ცდილობენ...



ბავშვები კი ყველაფერს აკეთებენ დადგმების დასანახად


ჩოხოსნები ისტორიულ ფაქტებს იხსენებენ...


ილია და აკაკი კი, ალბათ, ამ ყველაფრის ცქერით ტკბებიან...

შემაჯამებელი რეფლექსია

12.05.2018 -ში დავიწყეთ ისტ-ის ტრენინგი : ' ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში', განვიხილეთ შემდეგი საკითხები: გაკვეთილის გეგმი...